მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Louis Vuitton-ის მამაკაცის ხაზს ფარელ უილიამსი გაუძღვება

63f724cd988b4
BM.GE
23.02.23 13:01
958

Louis Vuitton-ის მამაკაცის ხაზის კრეატიულ დირექტორად ფრანგულმა ბრენდმა პროდუსერი და მომღერალი, ფარელ უილიამსი დაასახელა. თანამდებობაზე უილიამსის დანიშვნით, ფრანგული ბრენდი ცნობილ სახეებთან თანამშრომლობისა და შემოქმედებაში ქუჩის სტილის დანერგვის ბოლოდროინდელ ტენდენციას ინარჩუნებს. შეგახსენებთ, აღნიშნული თანამდებობა 2021 წელს დიზაინერ ვირჯილ აბლოს გარდაცვალების შემდგომ ვაკანტური იყო.

უილიამსი, რომელიც ფრანგულ ბრენდთან 2004 და 2008 წლებშიც თანამშრომლობდა, Louis Vuitton-ისთვის პირველ კოლექციას ივნისში, პარიზში, მამაკაცის ხაზის მოდის კვირეულზე წარადგენს. Louis Vuitton-ი, თავის ახალ კრეატიულ დირექტორზე საუბრისას, ხაზს უსვამს ფარელის როგორც მუსიკალურ სფეროში წარმატებას, მათ შორის მომღერლის მიერ მოპოვებულ 13 გრემის, ასევე არაკომერციულ მუშაობას YELLOW-ისთვის. ეს ორგანიზაცია უილიამსის მიერ 2019 წელს, საჯარო განათლებაში თანასწორობის მხარდაჭერის მიზნით შეიქმნა.

ცნობისთვის, ფარელ უილიამსს ეკუთვნის დიზაინი Billionaire Boys Club-ის ტანისამოსისა და სკეიტბორდით შთაგონებული ფეხსაცმლის ბრენდ Ice Cream-ისთვის. აღსანიშნავია, რომ ფარელი რიგით მეორე მუსიკოსია, რომელიც LVMH-თან ითანამშრომლებს. პირველი რიანაა, რომელიც 2019 წელს ფრანგულმა ბრენდმა Fenty-ისთვის დაიქირავა.

LVMH-ის მონაცემებით, 2022 წელს Louis Vuitton-ის შემოსავალმა $21.4 მილიარდს მიაღწია. გასული წელი იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ბრენდის შემოსავალმა ერთი წლის პერიოდში $20 მილიარდს გადააჭარბა.

 

წყარო - Forbes.ge

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები