მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Lowe's ინტერიერის მასალების დისტრიბუტორ Foundation Building Materials-ს ყიდულობს

lowe's

სახლის გაუმჯობესებაზე სპეციალიზებული ამერიკული საცალო ვაჭრობის კომპანია Lowe's ინტერიერის სამშენებლო მასალების დისტრიბუტორ Foundation Building Materials $8.8 მილიარდად ყიდულობს, რაც კომპანიის მცდელობაა გაფართოვდეს პროფესიონალურ მშენებელთა ბაზარზე. ამის შესახებ Reuters წერს.

Lowe's-ის აქციები წინა საბაზრო ვაჭრობაში 4.3%-ით გაიზარდა, რადგან კომპანიამ მეორე კვარტალის მოგების პროგნოზს გადააჭარბა.

Lowe's და მისი კონკურენტი Home Depot ცდილობენ, შესყიდვებით გააძლიერონ ბიზნესი, რომელიც კონცენტრირებულია კონტრაქტორებსა და მშენებლებზე – ეს სფერო გრძელვადიან პერსპექტივაში განსაკუთრებით მზარდია. Lowe's-მა აპრილში Artisan Design 1.33 მილიარდ დოლარად შეიძინა, ხოლო Home Depot-მა ივნისის ბოლოს გადაწყვიტა შეიძინოს სპეციალური სამშენებლო მასალების დისტრიბუტორი GMS, დაახლოებით 4.3 მილიარდ დოლარად.

კომპანიამ წლიური გაყიდვების პროგნოზი 84.5 მილიარდი დოლარიდან 85.5 მილიარდ დოლარამდე გაზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები