„რუსთავის აზოტის" გასხვისების გარშემო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, Loyal Capital Group-ი განცხადებას ავრცელებს.
კომპანიის ვიცე–პრეზიდენტის გიორგი შეყრილაძის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ორი წლის წინ ლოიალ კაპიტალის ჯგუფმა (Loyal Capital Group) მიიღო100 მილიონიანი კრედიტი 5 წლის ვადით, რომლიდანაც 30 მილიონზე მეტი იქნა დაფარული.
როგორც შეყრილაძე განმარტავს, აღნიშნული დაფინანსება (EWUB) ლუქსებბურგში რეგისტრირებული ბანკის მიერ შეთავაზებული იყო აგროქიმის წილის გამოსასყიდად და არა შპს რუსთავის აზოტის.
„იმ დაპირებებით, რომ კომპანიის განვითარებისთვის გამოყოფილი იქნებოდა რამოდენიმე 100 -ეული მილიონი, მათ ხელში ჩაიგდეს 90% წილის გირავნობა.
რამოდენიმე თვის შემდგომ თითქოსდა ბაზრის პირობების გაუარესების გამო აღნიშნული 5 წლიანი კრედიტი დაამოკლეს 1 წლამდე და კომპანიის განვითარებისათვის ყოველგვარ დაფინანსებაზე უარი განაცხადეს. ასეთი ქმედებით რუსული კომპანია „სისტემა" გეგმევდა რუსთავის აზოტის კომპანიის დასუსტებას, გაუფასურებას და შემდგომში ხელში ჩაგდებას.
ამ რეიდერული გეგმის განხორციელების მიზნით ,მათ უარი განაცხადეს 50 მილიონი აშშ დოლარის მიღებაზე მათივე ბანკის სასარგებლოდ, ხელი შეუშალეს და ჩააგდეს ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის მიერ უპრეცედენტო 155 მილიონიანი კრედიტის მიღება. იბიარდთან რეფინანსირების ხელშეკრულების გაფორმების პრეზენტაციიდან სადღაც ერთ კვირაში. ლოიალ კაპიტალის ჯგუფს შეუჩერეს ხმის უფლებება და გადაწყვეტილების მიღების საშუალება.
საქართველოს ბანკთან დაიწყეს ფარული მოლაპარაკება, ვინაიდან მათთვის ცნობილი იყო, რომ შპს რუსთავის აზოტის ერთადერთი კრედიტორი საქართველოს ბანკი გახლადათ და არა EWUB ბანკი. კომპანია „სისტემა" ყველანაირი გზით ცდილობდა შპს აზოტის დაუძლურებას, გაუფასურებას და გამოუვალ სიტუაციაში თითქოსდა მშველელად მოვლინებას.
რუსულიკომპანია"სისტემა", საქართველოში არსებული მრავალწლიანი ისტორიის მქონე შპს რუსთავის აზოტის ხელში ჩაგდებას ევროპული და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით ცდილობდა, რასაც ევროპულისასამართლო საბოლოოდ გამოუტანს უმკაცრეს განაჩენს.
რაც შეეხება ამ დღეებში გავრცელებულ ინფორმაციებს სხვადასხვა ფორმის ბრალდებით და ცილისწამებით, ეს რუსული კომპანია "სისტეიმის" მიერ გახლავთ ორგანიზებული, რათა გადაფაროს, მათ მიერ ევროპაში ჩადენილი უკანონობა და სამართალდარღვევები, სადაც მიმდინარეობს სამართლებლივი დავა, ასევე ცდილობენ უკანონოდ საქართველოშიც დავების ინიცირებას, თითქოსდა არიან შპს რუსთავის აზოტის კრედიტორები. ლოიალ კაპიტალის ჯგუფი აგრძელებს დავას ევროპაში, რომ დაიბრუნოს კონტროლი შპს რუსთავის აზოტზე, აღადგინოს სტატუს-კვო და 155 მილიონიანი EBRD -ის ინვესტიცია და შექმნას ახალი სამუშაო ადგილები. უფრო ვრცლად მოვლენების განვითრების შესახებ უახლოეს მომავალში ლოიალ კაპიტალის დამფუძნებელი რომან ფიფია ისაუბრებს", - ვკითხულობთ განცხადებაში.

























