მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

LSE-ზე 1 კვირაში "თიბისი ბანკის" ღირებულება 47 მილიონი ფუნტით გაიზარდა - კვირის მიმოხილვა

5d0df5ddeb91a
ლევან თაღიაშვილი
22.06.19 17:25
1242
Galt & Taggart-ის მონაცემებით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე, სადაც 4 ქართული კომპანიაა დალისტული, ბოლო 1 კვირაში "საქართველოს ბანკის" 369 ათასზე მეტი აქცია გასხვისდა 6 მილიონ ფუნტად, "თიბისი ბანკის" 223 ათასი ფასიანი ქაღალდი - 3.7 მილიონად, Georgia Capital-ის ყველაზე მეტი, 410 ათასი აქცია - 4.4 მილიონ ფუნტად, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" კი 161 ათასი - 418 193 ფუნტად.

რაც შეეხება მათ საბაზრო კაპიტალიზაციას, "თიბისი ბანკის" ღირებულება ლონდონში ერთ კვირაში 47 მილიონი ფუნტით გაიზარდა და ამჟამად ის ყველაზე მეტი, 930 მილიონი ღირს, "საქართველოს ბანკი" 788 მილიონადაა შეფასებული, Georgia Capital 406 მილიონი ღირს, "საქართველსო ჯანდაცვის ჯგუფი" კი - 342 მილიონი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები