მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

LSE-ზე "Georgia Capital"-ის ნახევარ მილიონამდე აქცია გასხვისდა - კვირის მიმოხილვა

5d32e75da261a
ლევან თაღიაშვილი
20.07.19 16:20
1060
Galt & Taggart-ის ინფორმაციით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე სადაც 4 ქართული კომპანიაა დალისტული გასულ კვირას "საქართველოს ბანკის" 271 ათას აქციაზე მეტი გასხვისდა 4.3 მილიონ ფუნტად, Georgia Capital-ის ტრადიციულად ყველაზე მეტი, 495 ათასი აქცია 5 მილიონ ფუნტად, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის 10,682- 24 ათას ფუნტად, "თიბისი ბანკის" 113 ათას ფასიან ქაღალდზე მეტი გასხვისდა 1.7 მილიონად.

რაც შეეხება კომპანიების ღირებულებას, "საქართველოს ბანკის" საბაზრო კაპიტალიზაცია ბოლო მონაცემებით, 793 მილიონი ფუნტია, "Georgia Capital" 365 მილიონი ღირს, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი" 308 მილიონადაა შეფასებული, "თიბისი ბანკის" ღირებულება კი 842 მილიონია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები