აღსანიშნავია, რომ მსგავსი რაოდენობის ფასიანი ქაღალდების გასხვისება "Georgia Capital"-ისთვის ერთ-ერთი რეკორდული მაჩვენებელია.
გასულ კვირაში „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“, რომელშიც „Evex” და „ImediL” არიან გაერთიანებული, 136 ათას აქციაზე მეტი გაიყიდა 296,753 ფუნტად, "თიბისი ბანკის" კი 113 ათასი ფასიანი ქაღალდი გასხვისდა 1.7 მილიონად.
რაც შეეხება კომპანიების ღირებულებას, Galt & Taggart-ის მონაცემებით, "საქართველოს ბანკის" საბაზრო კაპიტალიზაცია 786 მილიონი ფუნტია, "Georgia Capital" 371 მილიონი ღირს, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი" - 300 მილიონი, "თიბისი ბანკი" კი, ლონდონში 857 მილიონ ფუნტადაა შეფასებული.

























