
აღსანიშნავია, რომ 1 წლის ჭრილში მხოლოდ „საქართველოს ბანკის“ აქციების ფასია გაზრდილი 2.99%-ით, დანარჩენი 3 კომპანიის აქციები კი, გაუფასურებულია.
ბოლო 1 კვირაში ყველა მათგანის აქციების ფასი გაუფასურდა. "საქართველოს ბანკის" 215 ათასი აქცია გასხვისდა 3.3 მილიონ ფუნტად, "Georgia Capital"-ის 135 ათასი აქცია - 1.1 მილიონად, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" 407 ათასი აქცია - 477 ათას ფუნტად, "თიბისი ბანკის" 120 ათასი აქცია კი - 1.49 მილიონ ფუნტად.

























