LSG Solutions-ის ორგანიზებით მასშტაბურ კონფერენცია გაიმართა, რომელშიც მშენებლობის, პროექტირებისა და ინვესტირების დარგის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. კონფერენციაზე პანელური დისკუსიაც გაიმართა. დისკუსიაზე პროექტირების სტანდარტების ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
აღსანიშნავია, რომ კონფერენციის მონაწილეები ისეთი ლიდერი კომპანიები იყვნენ, როგორიცაა 1908 წელს დაფუძნებული სამშენებლო საკონსულტაციო კომპანია Multiconsult Group. LSG-ის გუნდი Multiconsult UK-ის რეგიონული პარტნიორია და მათთან თანამშრომლობით უკვე არაერთ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტში იღებს მონაწილეობას. ღონისძიებაზე წარდგენილი იქნება პროექტების მართვის ინსტრუმენტების ჯილდოს მფლობელი, ამერიკული კომპანია Procore Technologies, რომელიც სამშენებლო პროექტების პროგრამული უზრუნველყოფის პლატფორმის ნომერ პირველი მომწოდებელია. კონფერენციის მთავარ მიზანს ქართულ ბაზარზე არსებული კომპეტენციისა და სტანდარტის გაუმჯობესება წარმოადგენდა.
სტუმარი: სოსო ბერიძე - LSG Solutions-ის მმართველი პარტნიორი