მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლტოლვილთა ნაკადის შესაჩერებლად ბულგარეთი ევროკავშირს 160 მილიონ ევროს სთხოვს

57dcf6e79407a
BM.GE
17.09.16 12:12
1436
ბულგარეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ივნისის შემდეგ თურქეთის საზღვართან ლტოლვილთა ნაკადის ზრდა შეინიშნება და ევროკავშირისგან საზღვრების დასაცავად 160 მილიონი ევროს დახმარებას ითხოვს. აღნიშნული შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრის მოადგილემ განაცხადა.

პრემიერმინისტრის მოადგილის განცხადებით, ბულგარეთს უკვე პირობა მისცეს, რომ უახლოეს მომავალში მიიღებს საჭირო თანხას. მიმდინარე წლის პირველ რვა თვეში ბულგარეთში 12.5 000 დევნილი დააკავეს, რაც წინა წლის მაჩვენებელზე ნაკლებია, თუმა, ბულგარეთი ამტკიცებს, რომ ივნისის შემდეგ დევნილთა ნაკადი საგრძნობლად გაიზარდა.

ევროკავშირის არაფორმალური შეხვედრა სლოვაკეთში ბრიტანეთის მონაწილეობის გარეშე პირველად შედგა. როგორც მოსალოდნელი იყო, სამიტზე მთავარი თემა მიგრაციის ევროპის კრიზისი და ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოყოფის შემდეგ ევროპის მომავალი იყო. ასევე შეხვედრაზე ევროპის ეკონომიკის მდგომარეობა, დანაშაულის ზრდა და ტერორიზმის საკითხები განიხილეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები