Luca Polare ქსელს აფართოვებს და ბათუმში პირველ ობიექტს ხსნის. როგორც კომპანიაში „ბიზნესკონტაქტს“ განუცხადეს, ახალი სანაყინე 23 ივლისს, ერას მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე გაიხსნება.
ბათუმის სანაყინე ლუკა პოლარეს პირველი ობიექტი იქნება თბილისის გარეთ და ის მომხმარებელს ოთხივე სეზონზე მოემსახურება. პროდუქციისთვის საჭირო ინგრედიენტები ადგილზე დამზადდება.
ამ ეტაპზე, Luca Polare-ს თბილისის მასშტაბით 5 ობიექტი აქვს, სამომავლოდ კი კომპანია შავი ზღვის სანაპირო ზოლზე გეგმავს ქსელის გაფართოვებას. კერძოდ სანაყინეს გახსნა იგეგმება ქობულეთში და სხვა საკურორტო ქალაქებში.

























