2024 წლის არტ გენის თბილისის ტური, რომელმაც სტარტი 19 ივლისს აიღო, კვირას 28 ივლისს, 33ა-ს კონცერტით დასრულდა. ეს არტ გენის რიგით 21-ე ფოლკლორული ფესტივალი იყო, რომელმაც ტრადიციულად, ქართული ელემენტებით სავსე სივრცეები გააერთიანა. ტრადიცია ყველა მიმართულებით დაცული იყო და ფესტივალის მხარდამჭერი წელსაც ლუდი ნატახტარი იყო, რომელიც მისული სტუმრების განწყობის ამაღლებაზე მუშაობდა.