ლუდის იმპორტი გაიზარდა, ექსპორტი კი შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, წელს 5 თვეში საქართველომ 6.2 მლნ დოლარის ლუდი შეიძინა, რაც წინა წილის მაჩვენებელზე 1.4 მლნ-ით მეტია. სულ ქვეყანაში თითქმის 5.5 მლნ ლიტრი ლუდი შემოვიდა. რაც შეეხება ექსპორტს, ამ კუთხით კლებაა. 5 თვეში საქართველომ საექსპორტო ბაზრებზე 2.2 მლნ დოლარის ლუდი გაიტანა, შარშან ამავე პერიოდში ექსპორტი 3.4 მლნ დოლარი იყო. რა ძირითადი ტენდენციებია წელს ლუდის ბაზარზე, რა ეფექტი ჰქონდა ევრო 2024-ის ფეხბურთის ჩემპიონატს გაყიდვების მაჩვენებლებზე და რატომ შემცირდა საქართველოდან სამიზნე ბაზრებზე ლუდის ექსპორტის მაჩვენებლები?