მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლუდის კომპანია "ნატახტარი" ერთ თვეში ბაზარზე ახალ, პრემიუმ ხარისხის ბრენდს შემოიყვანს

5c911e6e7bfdb
ლიკა გურაბანიძე
20.03.19 09:00
2616
"ნატახტარი" მომხმარებელს 2019 წელს ახალ, ლიცენზირებულ, პრემიუმ ხარისხის ბრენდს შესთავაზებს - ამის შესახებ bm.ge-ს ლუდის კომპანია „ნატახტარის“ კორპორატიულ საქმეთა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა განუცხადა.

როგორც ხუნძაკიშვილი აღნიშნავს, სიახლე ქართულ ლუდის ბაზარს "შტურმით აიღებს".

კომპანიის დირექტორი ამ ეტაპზე ლუდის სახელწოდებას ვერ ასახელებს, თუმცა აცხადებს, რომ ახალი პრემიუმ ხარისხის ბრენდი მსოფლიოში ცნობილია და მას ქართველი მომხმარებელი 1 თვეში დააგემოვნებს.

"ახალი პროდუქციის ხილვისთვის მთელი ინდუსტრია ემზადება", - აცხადებს ხუნძაკიშვილი.

ლუდის მწარმოებელი კომპანია "ნატახტარი" 1991 წელს დაფუძნდა და დღეს ის ყველა მსხვილ სუპერმარკეტის ქსელს ითვისებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები