მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლუდის წარმოება იზრდება - რა ტენდენციებია ბაზარზე?

ლუდის მოხმარება 2024 წელს 140 მლნ ლიტრს მიაღწევს - ლუდის ბაზრის მიმოხილვას Galt & Taggart-ი აქვეყნებს. ანგარიშის მიხედვით, ლუდის მოხმარება საქართველოში 2016-23 წლებში წლიურად საშუალოდ 5.1%-ით გაიზარდა და წელს 133 მლნ ლიტრს მიაღწევს, რაც წლიურად 1.2% -იანი ზრდაა. ამასთან, ერთ სულ მოსახლეზე ლუდის მოხმარება ქვეყანაში მზარდია და 45 ლიტრს შეადგენს, თუმცა მაინც ჩამორჩება ევროპის საშუალო მაჩვენებელს - 79 ლიტრს. ლუდის მოხმარების 92% ადგილობრივი წარმოებით კმაყოფილდება, ხოლო დანარჩენი იმპორტირებულია, ძირითადად გერმანიიდან, რუსეთიდან და ბელგიიდან. Galt & Taggart-ის მონაცემებით, საქართველოს სუპერმარკეტებში ლუდის ფასი აზერბაიჯანთან, სომხეთთან და თურქეთთან შედარებით იაფია, ხოლო ყაზახეთთან შედარებით ძვირი. რაც შეეხება ბარებს. Galt & Taggart-ის მონაცემებით, საქართველოს ბარებში ლუდის ფასი რეგიონის ქვეყნებთან შედარებით ყველაზე იაფია. რა ტენდენციებია ლუდის ბაზარზე და რა მოლოდინი აქვს ბიზნესს?

სტუმრები: გიორგი მარუაშვილი - Bayo Brewery-ს თანადამფუძნებელი;

მარიამ ჩახვაშვილი - Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები