მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლუდსახარში "არგო" საწარმოში 10 მილიონი ლარის ინვესტირებას გეგმავს

5a9abaad55941
მაია ბიწაძე
04.03.18 12:00
3762
ლუდსახარში "არგო" ახალ სეზონს განახლებული საწარმოთი და ლაბორატორიით ხვდება, ამისვთის კომპანიამ გასულ წელს 20 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა, რაც ქარხნის გადაიარაღებას, ლაბორატორიის სრულ განახლებას და რებრენდინგს მოხმარდა, - ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა შოკო ჩაჩუამ განუცხადა.

"მიმდინარე წელს კიდევ 10 მილიონი ლარის ინვესტირებას ვგეგმავთ, რაც სრულად საწარმოს აღჭურვას და სადისტრიბუციო ხაზის განვითარებას მოხმარდება. მას შემდეგ, რაც სააქციო საზოგადოება „კასტელი“ კომპანია „არგომ“ შეიძინა, ლუდსახარშმა საფუძვლიან რებრენდინგზე დაიწყო მუშაობა. 2017 წელი წამყვანი პროდუქტების რებრენდინგით დავასრულეთ და მიმდინარე წელს კიდევ ბევრ სიახლეს ვპირდებით მომხმარებელს, როგორც კომუნიკაციების, ასევე პროდუქტის განვითარების კუთხით. მიმდინარეობს თანამშრომლების სრული გადამზადება; საწარმოო ხაზების ტექნიკურად გამართვასა და განახლებაზე კი წამყვანი გერმანელი სპეციალისტები მუშაობენ, მათი უმეტესობა უკვე შეცვლილია და დამონტაჟებულია მსოფლიოს წამყვანი ბრენდების დანადგარები" - განაცხადა შოკო ჩაჩუამ.

კომპანია "არგოს" ამჟამად ქართული ლუდის ბაზრის 13% უკავაია. კომპანიამ გასულ წელს დამფუძნებლები შეიცვალა და "კასტელის“ ნაცვლად "არგო“ ეწოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები