მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Lufthansa იტალიურ ITA Airways-ის 41%-იან წილს შეიძენს - გარიგება EU-მ დაადასტურა

ავიახაზები

ევროკავშირმა გერმანულ კომპანია Lufthansa-ს უფლება მისცა, იტალიური ავიაკომპანია ITA Airways-ის 41%-იანი წილი $350 მილიონად შეიძინოს მას შემდეგ, რაც კომპანიამ სხვადასხვა მარშრუტი დათმო.

ამ გადაწყვეტილებით Lufthansa შეძლებს, უკეთ აითვისოს ავიაკომპანიებისთვის მომგებიანი სამხრეთ ევროპის ბაზარი, რაც ხაზს უსვამს კომპანიის მცდელობას, გაზარდოს მასშტაბები მზარდი საოპერაციო ხარჯების ასანაზღაურებლად.

Lufthansa-ს CEO-მ პრესკონფერენციაზე ასევე აღნიშნა, რომ ITA-ს ავიახაზების ჰაბი რომში, "ფიუმიჩინოს" აეროპორტში, კომპანიას საშუალებას მისცემს, გაზარდოს წვდომა აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში.

გადაწყვეტილების გასაჯაროების შემდეგ Lufthansa-ს აქციებზე ფასები 3.27%-ით გაიზარდა, თუმცა 4.6%-ით გაიზარდა ავიაკომპანია IAG-ის აქციებიც, რომელიც ასევე ელოდება ევროკავშირის მარეგულირებლის თანხმობას, იმისთვის, რომ Air Europa-ს მმართველობა გადაიბაროს - IAG ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნავს, რომ მოხარულია, რადგან ევროპულმა კომისიამ ავიაკომპანიების კონსოლიდაციის დადებითი მხარეები დაინახა.

ამასთან, ITA-მ და Lufthansa-მ მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილება, იტალიაში მოკლე მარშრუტიანი ფრენები კონკურენტ ავიაკომპანიებს დაუთმონ - გერმანული კომპანია მოლაპარაკებებს Easyjet-სა და Volota-სთან აწარმოებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები