მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Lufthansa-მ ITA Airways-ის 41%-იანი წილი შეიძინა

64772165b73ca
გიორგი არონია
31.05.23 17:43
461

ევროპის ერთ-ერთმა უდიდესმა ავიაკომპანიამ, გერმანულმა Lufthansa-მ იტალიის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებას მიაღწია და იტალიის უმსხვილესი ავიაკომპანიის, ITA Airways-ის 41%-იან წილს შეისყიდის, რაშიც 325 მილიონ ევროს გადაიხდის, რომელსაც სრულად იტალიური კომპანია მიიღებს - ამრიგად, ITA Airways-ი 792 მილიონ ევროდ შეფასდა. საინტერესოა, რომ ITA Airways-ში 250 მილიონი ევროს ინვესტიციას იტალიის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროც განახორციელებს. ამასთან, გარიგების თანახმად, იტალიურ ავიაკომპანიაში საკუთარი წილის გაზრდის საშუალება Lufthansa-საც ექნება, მაგრამ ამ შემთხვევაში, ფასი ITA Airways-ის ფინანსურ შედეგებზე იქნება დამოკიდებული.

აღნიშნული გარიგების შედეგად, ITA Airways-ი Lufthansa Group-ში შემავალი რიგით მეხუთე გადამზიდი იქნება, რაც საყურადღებოა, რადგან გერმანიისა და ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, ევროკავშირში სიდიდით რიგით მესამე ეკონომიკის მქონე იტალია Lufthansa-სთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბაზარია. შეგახსენებთ, რომ ITA Airways-ი 2020 წლის ნოემბერში დაფუძნდა და დღემდე, ოთხი ათასი თანამშრომელი ჰყავს - ამასთან, ყოველწლიურად, ავიაკომპანიას ათი მილიონი ადამიანი გადაჰყავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები