გერმანიის წამყვანი ავიაგადამზიდავის Lufthansa-ს ცნობით, კომპანიას მიმდინარე წლის II კვარტალში რეკორდული წმინდა მოგება ჰქონდა. აღნიშნული მაჩვენებელი აპრილიდან ივნისის ჩათვლით თითქმის 70%-ით 740 მილიონ ევრომდეა გაზრდილი.
მსგავსი შედეგების ძირითად მიზეზად კომპანიაში სამგზავრო მიმოსვლის ზრდასა და ხარჯების შემცირებას ასახელებენ. ავიაბილეთების კვარტალური გაყიდვები 14%-ით გაიზარდა.
როგორც კომპანიაში ამბობენ, ხარჯების შემცირებას მომავალშიც გააგრძელებენ. თუმცა, აღსანიშნავია ისიც რომ კომპანიამ ზარალი დააფიქსირა საჰაერო ტვირთების გადაზიდვის მიმართულებით.
გერმანულმა ავიაკომპანიამ თავისი ისტორიის მანძილზე წლის პირველი ნახევრისთვის საუკეთესო შედეგები დააფიქსირა. Lufthansa-ის შემოსავლები 12.7%-ით გაიზარდა და 17 მილიარდი ევრო შეადგინა. ამავე პერიოდში კომპანიის წმინდა მოგებაც 57%-ით 672 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

























