ავიაკომპანია Lufthansa-ს ეკიპაჟმა, გერმანიის ორ ყველაზე დატვირთულ აეროპორტში - ფრანკფურტსა და მიუნხენში მორიგი ორდღიანი გაფიცვა გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მომავალი კვირის სამშაბათსა და ოთხშაბათს დაგეგმილი გაფიცვების შედეგად, სავარაუდოდ, დაახლოებით 100,000 მგზავრი დაზარალდება.
გაფიცვის მიზეზი ანაზღაურების ზრდის მოთხოვნაა. კერძოდ, მფრინავების პროფესიული გაერთიანება UFO ხელფასის 15%-იან ზრდას და ასევე, 18 000 თანამშრომლისთვის ინფლაციის გამო 3000 ევროს ოდენობის კომპენსაციას ითხოვს.
აღსანიშნია, რომ რამდენიმე დღის წინ Lufthansa-მ 2023 წლის შემოსავლების შესახებ განაცხადა. კომპანიის მოგება გასულ წელს, 2022 წელთან შედარებით გაორმაგდა და 1.67 მილიარდ ევროს მიაღწია.
UFO-ს საბჭოს თავმჯდომარე იოახიმ ვაზკეს ბურგერმა განაცხადა, რომ ავიაკომპანიის მოგებით ეკიპაჟის წევრებმაც უნდა მიიღონ სარგებელი.