მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლუგარის ლაბორატორიას და დაავადებათა კონტროლის ცენტრს აშშ-სგან 2 მლნ ლარამდე დაფინანსება შეუწყდება - ჯანდაცვის სამინისტრო

NCDC

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე ირწმუნება, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს და ლუგარის ლაბორატორიას, აშშ-სგან, დაახლოებით, 2 მილიონი ლარის დახმარება შეუწყდება.

მისივე თქმით, აშშ-ის მხრიდან ლუგარის ლაბორატორიასა და დაავადებათა კონტროლის ცენტრზე 95 მლნ დოლარიანი დაფინანსების შეწყვეტაზე საუბარი მტკნარი სიცრუეა. ჯანდაცვის მინისტრმა დღეს განმარტა, რომ აშშ ლუგარის ლაბორატორია და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი დაახლოებით 2 მლნ დოლარამდე დაფინანსებას იღებენ.

"შეიძლება საუბარი იყოს მაქსიმუმ 2 მილიონ ლარის ირგვლივ. აქედანაც შეფასება დასჭირდება, შესაძლოა, ეს რიცხვიც არ იყოს. ვინმეს შეცდომაში შეყვანა, რომ 95 მილიონი დოლარი შეუწყდა საქართველოს მხარეს, მტკნარი სიცრუეა”,- აღნიშნა სარჯველაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები