მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლუგარის ლაბორატორიის შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის ₾6 მლნ-მდე ტენდერი გამოცხადდა

ლუგარი

ლუგარის ლაბორატორიის შენობის მოწყობილობების შეკეთება და ტექნიკური მომსახურებისთვის დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა 5.9 მლნ ლარის გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა.

დოკუმენტაციის მიხედვით, რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის (ლუგარის ცენტრის) ფუნქციონირებისათვის საჭირო ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურებების შესყიდვაზე ქართული მხარისათვის ვალდებულებების შესრულების მიზნით შესყიდვა გამოცხადებული იყო ასევე 2016, 2017-2019 და 2021 წლებშიც.

აღნიშნული ვალდებულების გასაგრძელებლად და შესასრულებლად საჭიროა 2025-2027 წლებისთვისაც მომსახურებების შესყიდვა.

შესაბამისი განკარგულება მთავრობის მეთაურმა გამოსცა. გამარტივებულ ტენდერში გამარჯვებულმა სამუშაოების განხორციელება 2025 წლის 1 იანვრიდან უნდა დაიწყოს.

დოკუმენტში დასაბუთებულია, რატომ ატარებს ღონისძიება სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ხასიათს:

"ლუგარის ცენტრი საქართველოს ერთიანი ლაბორატორიული სისტემის საკვანძო უწყებაა. თავის მხრივ, აღნიშნული სისტემა წარმოადგენს სტრატეგიულ ქსელს ქვეყნის ბიოლოგიური საფრთხეების შემცირებისათვის, რაც მიიღწევა ბიოტერორისტული აქტების, ეპიდემიისა ან პანდემიის პოტენციალის მქონე ბუნებრივი წარმოშობის განსაკუთრებით საშიში პათოგენებით გამოწვეული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, შერბილებისა და მათზე რეაგირების მეშვეობით. ლუგარის ცენტრი საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის ეროვნული დონის რეფერალური ლაბორატორიაა, რომელშიც განთავსებულია განსაკუთრებით საშიში პათოგენების ეროვნული საცავი. ის წარმოადგენს აშშ-საქართველოს სამეცნიერო თანამშრომლობის წამყვან უწყებას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, ბიოსამედიცინო კვლევისა და ბიოლოგიური საფრთხეების შემცირების დარგში".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები