დადასტურებულია, რომ შვიდ გზის ფორმულა 1-ის ჩემპიონი ლუის ჰამილტონი მომავალი სეზონიდან გუნდს შეიცვლის და Mercedes-ის ნაცვლად ყველაზე ტიტულიან Ferrari-ში გააგრძელებს ასპარეზობას.
აღნიშნული სპორტის სახეობის ისტორიაში ყველაზე დიდ მრბოლელებს ყოველთვის უწევდათ იტალიური ბოლიდის საჭესთან დაჯდომა და ლუისიც მათ მემკვიდრეობას მიჰყვება.
ბრენდი ინგლისელ პილოტს სთავაზობს ისეთ პირობებს, რომლის მსგავსიც ფორმულა 1-ის არსებობის მანძილზე მხოლოდ მიხაელ შუმახერს ჰქონია. კერძოდ ჰამილტონი გახდება Ferrari-ის მეორე მრბოლელი ვისაც ორგანიზაციის დამაარსებლის, ენცო ფერარის სახლში ცხოვრების უფლება ექნება.
ინგლისელის პირველი დღე იტალიურ კლუბში უკვე განსაზღვრულია, თუმცა მკაცრად არის გასაიდუმლოებული.
აღსანიშნავია, რომ მარანელოში მდებარე სახლი, სადაც ენცო ფერარი ცხოვრობდა, დღემდე უცვლელად ინარჩუნებს იერსახეს და მის არცერთ დეტალში ცვლილება არ აღინიშნება.
შეგახსენებთ, რომ ფორმულა 1-ის სეზონის დასრულებამდე სულ სამი რბოლა არის დარჩენილი. სეზონს აბუ-დაბის გრან-პრი 8 დეკემბერს დახურავს, რის შემდეგაც ჰამილტონი უკვე Ferrari-ის წევრი გახდება.