მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას ისტორიული მედლებისთვის ₾250 000-ის ნაცვლად ₾500 000 გადაეცემათ

გუბანოვა

საქართველოს მთავრობამ ზამთრის ოლიმპიადაზე ისტორიული წარმატებისათვის სპეციალური გადაწყვეტილება მიიღო – თითოეულ სპორტსმენს, წყვილში მონაწილეობისთვის, 500 000 ლარი გადაეცემა.

წესით, თითოეული მედლისთვის პრემიების საერთო ოდენობა წყვილზე 500 000 ლარი იყო, რაც სპორტსმენებს 250 000 ლარს უტოვებდა, თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებით, ისტორიული გამარჯვების გათვალისწინებით, თითოეულ სპორტსმენს 500 000 ლარი ერგო.

„მინდა ჩვენს სპორტსმენებს მივულოცო კიდევ ერთხელ მნიშვნელოვანი წარმატება. პირველად ისტორიაში, ჩვენმა ქვეყანამ მოიგო ზამთრის ოლიმპიადაზე მედლები, რაც ძალიან დიდი წარმატებაა. გრძელდება ქართული სპორტის წარმატების ისტორია და განსაკუთრებული მადლობა ამ გამარჯვების მთავარ შემოქმედებს, ლუკა ბერულავას და ანასტასია მეტელკინას. ასევე, მათ მწვრთნელებს. ეს არის ისტორიული გამარჯვება. დარწმუნებული ვარ, ეს გახდება საწინდარი სამომავლოდ ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებებისთვის სპორტის ამ სახეობაში და სპორტის ზამთრის სახეობებში.

ჩვენ გვქონდა დაწესებული პრემია საპრიზო ადგილებისთვის. თითო მედლისთვის და შესაბამისად, წყვ ილისთვის დაწესებული იყო პრემია, 500 000 ლარის ოდენობით. შესაბამისად, თითოეული მიიღებდა 250 000 ლარს, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ამ გამარჯვებისთვის თითოეული სპორტსმენი წყვილში მიიღებს 500 000 ლარს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ისტორიული გამარჯვება, რომელიც მათ მოუტანეს ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა პრემიერმა.

პირველი ოლიმპიური მედლები საქართველოს ისტორიაში ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ მოიპოვეს. სპეციალური აღნიშვნა ასევე მიენიჭა მათი მწვრთნელებისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები