ლეგენდარული ხორვატი ნახევარმცველი, ლუკა მოდრიჩი "მილანში" გადავიდა მას შემდეგ, რაც მადრიდის "რეალში" 13 წარმატებული წელიწადი გაატარა.
39 წლის ნახევარმცველი იტალიურ კლუბს 2026 წლის ივნისამდე შეუთანხმდა, თანაც კონტრაქტში შეტანილია ერთი წლის გაგრძელების შესაძლებლობაც.
„მილანის“ სოციალურ მედიასთან საუბარში მან განაცხადა, რომ ძალიან ბედნიერია კარიერის ახალი თავის დასაწყებად.
მასიმილიანო ალეგრიმ, რომელიც სერჯიო კონსეისაოს შემცვლელად დაბრუნდა "მილანში", მოდრიჩს "გამორჩეული მოთამაშე" უწოდა და ადრევე დაადასტურა მისი გაწევრიანება.
მოდრიჩმა, რომელმაც 2018 წელს "ოქროს ბურთი" მოიგო, "რეალთან" ერთად 28 ტიტულის მოგება მოახერხა, მათ შორის 6 ჩემპიონთა ლიგისა და 4 ლა ლიგის, რითაც ის კლუბის ყველაზე ტიტულიანი ფეხბურთელია.
მან მადრიდულ გუნდში 597 შეხვედრაში 43 გოლი გაიტანა. მისი ბოლო მატჩი "ბლანკოსის" მაისურით საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე ნახევარფინალში "პსჟ"-სთან 0:4 მარცხი იყო.
მოდრიჩს სურს მიიღოს მონაწილეობა მომავალ მსოფლიო ჩემპიონატში, რომელიც კანადაში, მექსიკასა და აშშ-ში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ „მილანმა“ გასულ სეზონში სერია A-ში მერვე ადგილი დაიკავა და ევროპულ ტურნირებზე ვერ მოხვდა.




























