მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ლუკა პოლარე” აზერბაიჯანის ბაზარზე შევიდა

„ლუკა პოლარე“ საქართველოს ფარგლებს გაცდა და ბაქოში წარმოება და პირველი ფილიალი გახსნა. ქვეყნის ფარგლებს გარეთ ბრენდის განვითარებისთვის კომპანიამ 250 000 დოლარის ინვესტიცია ჩადო. ბაქოს ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე „ლუკა პოლარეს“ პირველი ფილიალის გახსნაზე კომპანია 2023 წლის დასაწყისიდან მუშაობდა, რაც ბრენდის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია. "ლუკა პოლარეში" ბაქოელებს თითქმის ყველა პროდუქტის დაგემოვნება შეუძლიათ, რომელიც ქართულ ბაზარზეა წარმოდგენილი. გარდა ამისა აზერბაიჯანის წარმოებამ ადგილობრივ მოსახლეობაზე მორგებული და მათი საყვარელი გემოებიც შექმნა. 

სტუმარი: თეა თაბაგარი - “ლუკა პოლარეს” დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები