მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ლუკა პოლარე”: იძულებული ვიყავით ფასებისთვის გადაგვეხედა

6094e716695b0
ლიკა გურაბანიძე
09.05.21 22:06
12232

13 წლის წინ გახსნილი, დღეს უკვე ყველასთვის გამორჩეული ქართული ბრენდი “ლუკა პოლარე”, როგორც დედაქალაქში, ასევე საქართველოს დიდ ქალაქებშია წარმოდგენილი. მიმდინარე წელს, მიუხედავად პანდემიისა კომპანია ორი ფილიალის გახსნას და ახალი ქალაქების ათვისებას გეგმავს. 2020 წელი მოგების გარეშე დახურეს, თუმცა მიაჩნიათ, რომ მიმდინარე წელს მოგებაზე საუბარი თამადად შესაძლებელია. პანდემიამდე, 2019 წელს კომპანიის შემოსავალი 7 მილიონ 900 ათასი ლარი იყო. როგორც ბრენდის დირექტორი თეა თაბაგარი აღნიშნავს, კომპანიას 2021 წელს ფასების კორექტირება მოუწია.

“2020 ფინანსურად საკმაოდ რთული წელი იყო. ჩვენი ფულადი სახსრების ოპტიმალურად გადანაწილება მოგვიწია. ახალი სეზონის მოლოდინი პოზიტიურია, რაც გასული წლისგან განსხვავებით მოგებაზე ფიქრის საშუალებასაც გვაძლევს. როდესაც ფასს ვუმატებთ, ვცდილობთ, სტაბილურად ის კონკრეტული ფასი შევინარჩუნოთ, რათა ეს ჩვენს მომხმარებლებს დამატებით ტვირთად არ დააწვეს.

ნედლეული, რომელსაც ადგილობრივ და უცხოეთის ბაზარზე ვყიდულობთ გაგვიძვირდა, იძულებულები ვიყავით ფასებისთვის გადაგვეხედა და ახალ სეზონს მომატებული ფასებით ვიწყებთ ” - განაცხადა თაბაგარმა.

ცნობისთვის: ლუკა პოლარეს პირველი ფილიალი 2008 წელს გაიხსნა, მისი ობიექტები ამჟამად თბილისში ბათუმში და ქობულეთშია წარმოდგენილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები