მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლუკაშენკო ოკუპირებული უკრაინის ელექტროენერგიით მომარაგებისთვის, ატომური სადგურის აშენების ინიციატივით გამოდის

პუტინი

ბელარუსი საკუთარ ტერიტორიაზე ატომური ელექტროსადგურის აშენების წინადადებით გამოდის, რომელსაც ელექტროენერგიის მიწოდება რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიებისთვის შეეძლება - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა.

"გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დავიწყებთ ახალი ელექტრო ბლოკის ან ახალი სადგურის მშენებლობას, თუ დასავლეთ რუსეთსა და განთავისუფლებულ (ოკუპირებულ) რეგიონებში ელექტროენერგიის საჭიროება იქნება“, - განაცხადა ლუკაშენკომ მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას.

საპასუხოდ პუტინმა განაცხადა, რომ პროექტის დაფინანსება პრობლემა არ იქნება.

ბელოროსული სახელმწიფო მედია იტყობინება, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები ახალი ქარხნის აშენების ადგილმდებარეობის შესახებაც.

ბელარუსი რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ სრულმასშტაბიან ომში პირდაპირ ჩართული არ არის. მიუხედავად ამისა, ლუკაშენკო პუტინის ერთ-ერთი ღია მოკავშირეა, რომელიც რუსული ჯარების გადაადგილებას უწყობს ხელს. ბელარუსში მიმდინარეობს რუსულ არმიასთან ერთად სამხედრო წვრთნები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები