ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ოფიციალურად დაუჭირა მხარი რუსეთის საგარეო უწყების წინადადებას, რომელიც საერთაშორისო სანქციების სამიზნე ქვეყნების ერთიანი გლობალური ბლოკის შექმნას ითვალისწინებს.
გასული წლის ეკონომიკური შედეგების წარდგენისას მან განაცხადა, რომ ის, რომ ქვეყანას ახლა უკეთესი შედეგი არ აქვს, სწორედ საერთაშორისო სანქციების ბრალია. შესაბამისად, ლუკაშენკო მიიჩნევს, რომ ძალების კონსოლიდაციისა და ფორმალური შეთანხმებების შემთხვევაში, სანქციების ინიციატორი მხარე შეშინდება და იძულებული გახდება, უკან დაიხიონ.
ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, დღეს 50-ზე მეტი ქვეყანა იმყოფება პირდაპირი სანქციების ქვეშ, რაც აუცილებელს ხდის კოლექტიურ პასუხს, რათა მსოფლიომ დაინახოს ამ სახელმწიფოების გაერთიანებული ძალა და ძლიერება.
ცნობისთვის, ე.წ. სანქცირებულთა კოალიცია მიზნად ისახავს კოორდინირებული ფრონტის შექმნას, რომელიც ფინანსური შეზღუდვების გვერდის ავლით წევრ ქვეყნებს შორის დამოუკიდებელ სავაჭრო ქსელებს ჩამოაყალიბებს.
ლუკაშენკოს გათვლებით, სამიზნე ერების კოლექტიური მშპ უკვე წარმოადგენს საკმარის ძალას საიმისოდ, რომ ტრადიციულმა დასავლურმა ბერკეტებმა ეფექტიანობა დაკარგოს. როგორც ირკვევა, რამდენიმე სახელმწიფოს შორის უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები. არსებული ინფორმაციით, ბელარუსი და რუსეთი მოკავშირე ქვეყნებთან ერთად ცდილობენ, კოალიციაში ჩართვაზე ჩინეთის დარწმუნებასაც ცდილობენ.




























