მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Lululemon-ის გაყიდვები პირველ კვარტალში 88%-ით გაიზარდა

60ba3791adb7a
BM.GE
04.06.21 21:00
880
სპორტული ტანისამოსის ბრენდის Lululemon-ის გაყიდვები პირველ კვარტალში 88%-ით გაიზარდა, რაც კოვიდ-რეგულაციების შემსუბუქებას უკავშირდება. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ბრენდის გაყიდვების ზრდის პარალელურად, გაზრდილია კომპანიის წმინდა მოგებაც. პირველი კვარტალის მონაცმებით, Lululemon-ის წმინდა მოგებამ 145 მილიონი შეადგინა, ნაცვლად გასული წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებული 28.6 მილიონი აშშ დოლარისა.

აღსანიშნავია, რომ გაზრდილია კომპანიის შემოსავალიც. ბრენდის შემოსავალმა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 1.23 მილიარდი აშშ დოლარს მიაღწია, მაშინ როდესაც აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 652 მილიონი აშშ დოლარს უტოლდებოდა.

Lululemon-ის აღმასრულებელი დირექტორის ქელვინ მაკდონალდის განცხადებით, ბრენდს აქვს მოლოდინი, რომ კომპანია ისეთივე მასშტაბით გაიზრდება მსოფლიო ბაზარზე როგორც ამჟამად ჩრდილოეთ ამერიკაში არის წარმოდგენილი.

CNBC წერს, რომ მსოფლიო ბაზრის გაყიდვებს მხოლოდ 14%-ი უკავია Lululemon-ის მთლიან გაყიდვებში. ამჟამად ბრენდის საბაზრო კაპიტალიზაცია 41.4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები