მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ლუმიერსი" 2026 წლის 15 იანვარს დუბაიში ფილიალს ხსნის

ტრდელნიკი

„ლუმიერსი“ 2026 წლის 15 იანვარს დუბაიში ახალ ფილიალს გახსნის - ამის შესახებ კომპანიის თანადამფუძნებელმა, ემილ კურბანოვმა BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ განაცხადა.

კურბანოვის თქმით, კომპანიამ ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გააქტიურა საერთაშორისო ექსპანსია. სულ ცოტა ხნის წინ „ლუმიერსის“ მადრიდის ფილიალი გაიხსნა, რომელიც მისი შეფასებით, განსაკუთრებით წარმატებულია.

„მადრიდის ფილიალთან დაკავშირებით უამრავ წერილს ვიღებთ. გვიხარია, რომ ევროპიდან წამოსული პროდუქტი კვლავ ევროპაში დავაბრუნეთ, მით უფრო, ისეთ ქალაქში, სადაც მსგავსი პროდუქტი აქამდე საერთოდ არ არსებობდა. როგორც საქართველოში, მადრიდშიც პირველები აღმოვჩნდით“, - აღნიშნა კურბანოვმა.

მისი ინფორმაციით, კომპანია უკვე ოპერირებს სტამბოლშიც, სადაც კონკურენცია დღითი დღე იზრდება, რაც, როგორც კურბანოვი ამბობს, „ბაზარს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის“. მისი თქმით, ბრენდის მეორე ფილიალი სტამბოლში მომავალ კვირას გაიხსნება.

ადგილობრივ ბაზარზე „ლუმიერსი“ 12 დეკემბერს ახალ ფილიალს სავაჭრო ცენტრში „ისთ ფოინთი“ გახსნის. კურბანოვის განმარტებით, არჩევანი სწორედ „ისთ ფოინთის“ ახალ, გაფართოებულ სივრცეზე შეჩერდა.

Lumier's Chimney Cake ბაზარზე პირველად 2018 წელს გამოჩნდა. დამფუძნებლებმა წარმოება მინიმალური 300 ლარის ინვესტიციით დაიწყეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები