მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლურჯი მოცვი - “ინვესტიციის დროა” - რამდენად საინტერესოა ეს ინდუსტრია საინვესტიციოდ?

"ინვესტიციების დროა"-ს სასაუბრო თემა ეხება ინდუსტრიას, რომელსაც დღეს მსოფლიოში უჭირავს 248,550 ჰექტარი 5 კონტინენტზე. ანალიტიკოსების პროგნოზით 2050 წლისთვის ეს ფართობი უნდა გაორმაგდეს იმისათვის, რომ დააკმაყოფილოს ამ კულტურაზე არსებული მზარდი მსოფლიო მოთხოვნა მომხმარებლების მხრიდან. ლურჯი მოცვი - კულტურა, რომელიც საკმაოდ ახლახან შემოვიდა კომერციული თვალსაზრისით საქართველოში ძალიან დინამიკურად ვითარდება.

მოცვი თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთ ჰექტარზე ბევრ სხვა აგროკულტურასთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალ შემოსავალს გვაძლევს, ამას დამატებული სხვადასხვა სუბსიდირების პროგრამები კი კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ამ სფეროში ინვესტირებას საქართველოში.

წლიდან წლამდე სტაბილურად მზარდი მოხმარება და ჩვეული გეოგრაფიული მდებარეობა ნამდვილად განსაკუთრებულ უპირატესობას აძლევს საქართველოს გახეს ერთ-ერთი მეწინავე ქვეყანა მოცვის მოყვანისა და ექსპორტის კუთხით. და ამას ადასტურებს საკონსულტაციო კომპანია სავის კვლევა და მათი პორტფელის მიმოხილვა, რომელიც კონკრეტული კომპანიების და მეურნეობის მაგალითებზეა დაფუძნებული.

სტუმარი: მარიამ ქოიავა - SavvY-ის მმართველი პარტნიორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები