მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლურჯი მოცვის წარმოება AI-ის მეშვეობით - რას მოიცავს "ნიადაგი ჯგუფისა" და Vivent Biosignals-ის თანამშრომლობა?

ნიკოლოზ დიდებაშვილი

5 წლის წინ საქართველოს აგროსფეროში თანამედროვე ცოდნის, გამოცდილების, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და ინოვაციური ტექნოლოგიების შემოტანის მიზნით, აგროსერვისების მიმწოდებელი პირველი კომპანია "ნიადაგი ჯგუფი" გამოჩნდა.

წლების განმავლობაში კომპანიის პორტფელში, სერვისებსა და პროექტებთან ერთად, გაიზარდა პარტნიორ, მათ შორის სფეროს წამყვანი, საერთაშორისო კომპანიების რაოდენობაც. სწორედ მათთან ერთად, "ნიადაგმა" ცოტა ხნის წინ მასშტაბური ღონისძიება - AgriFuture Georgia გამართა, რომელმაც არაერთი საკვანძო თემა დაფარა - სავაჭრო ურთიერთობებიდან დაწყებული - ინდუსტრიის განვითარებაში ხელოვნური ინტელექტის როლით დასრულებული.

კომპანიის დამფუძნებელმა ნიკოლოზ დიდებაშვილმა, ღონისძიების შედეგები "საქმიან დილაში" შეაჯამა. უპირველესად, მან ხაზი გაუსვა გლობალურ ბრენდებთან საპარტნიორო კავშირებს, რომელიც ღონისძიების შემდეგ კიდევ უფრო გაღრმავდა და რიცხვებში გამყარებული შედეგებიც აჩვენა.

"თავდაპირველად უნდა აღვნიშნო, რომ სტრატეგიული თანამშრომლობა დავიწყეთ, 60-წლიანი ისტორიის მქონე, იტალიურ კომპანია RK Growers-თან, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი აგროკომპანია მსოფლიო ბაზარზე. კომპანიის წარმომადგენლებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს ჩვენს მიერ გამართულ AgriFuture Georgia 2025-ზე. ღონისძიებიდან სულ რაღაც თვე-ნახევარია გასული და ამ პერიოდში ჩვენ მათთან პარტნიორებით, უკვე რამდენიმე ათეული ტონა კაკლოვანი კულტურების ექსპორტი უზრუნველვყავით", - ამბობს ნიკოლოზ დიდებაშვილი.

"ნიადაგი ჯგუფის" დამფუძნებელმა "საქმიანი დილას" ეთერში კიდევ ერთი საპარტნიორო შეთანხმება გამოყო, რომელიც ამჯერად შვეიცარიულ კომპანია Vivent Biosignals-ს უკავშირდება. კომპანიებს შორის დაწყებული თანამშრომლობა ინოვაციური პროექტის განხორციელებას უკავშირდება. უფრო კონკრეტულად, "ნიადაგი ჯგუფი" შვეიცარიულ კომპანიასთან ერთად ლურჯი მოცვის ქოთანში წარმოების მიმართულებით დემო პროექტს იწყებს. პროექტის უნიკალური მახასიათებელი ის არის, რომ პროცესს სრულად ხელოვნური ინტელექტი წარმართავს.

"ხელოვნური ინტელექტის ეპოქაა და შესაბამისად ყოველდღიურად და ყოველწამიერად ვითარდება AI-ის როლი ყველა ინდუსტრიაში და მათ შორის სოფლის მეურნეობაშიც. ჩვენ გავხდით შვეიცარიული კომპანია Vivent Biosignals-ის პარტნიორები, რაც ნიშნავს პლანტაციის სრულად ხელოვნური ინტელექტით მართვას. ეს კი, პირდაპირ რომ ვთქვათ, ასწრებს ყველანაირი ტიპის პროცესს. რა სჭირდება, რა უჭირს, თუ არ უჭირს მცენარეს, ეს ყველაფერი ერთ დატაშია მოქცეული, რომელსაც Vivent Biosignals-ი გვთავაზობს"- აღნიშნა "ნიადაგი ჯგუფის" დამფუძნებელმა, ნიკოლოზ დიდებაშვილმა

ცნობისთვის: "ნიადაგი ჯგუფი" აგროსერვისების მიმწოდებელი პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელიც პოტენციურ მომხმარებლების პროექტის განხორციელებისთვის საჭირო სრულ მომსახურებას სთავაზობს, იდეის დაბადებიდან - ექსპორტის განხორციელებამდე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები