მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლურჯი ზვიგენების" ზღაპარი: როგორ გავიდა კაბო ვერდე პირველად მუნდიალზე

მუნდიალის ისტორიაში ყველაზე შთამბეჭდავი ამბები ყოველთვის ფავორიტებზე არ იწერება. ზოგჯერ ფეხბურთის უდიდეს სცენაზე ადგილს პატარა ქვეყანაც იმსახურებს, რომელიც საკუთარი ოცნებისკენ წლების განმავლობაში დაუღალავად მიდიოდა. ნახევარ მილიონზე მეტი მოსახლეობით, ატლანტის ოკეანეში გაბნეულმა კუნძულებმა, რომელსაც კაბო ვერდეს სახელით ვიცნობთ, შეუძლებელი შეძლეს – „ლურჯმა ზვიგენებმა“ პირველად მოიპოვეს მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური, ამას არ დასჯერდნენ და ურთულეს ჯგუფში სადაც ორი მსოფლიო ჩემპიონი ჰყავდათ ესპანეთისა და ურუგვაის სახით, მეორე ადგილი დაიკავეს, ჯგუფიდან გავიდნენ და ახლა მოქმედ მსოფლიო ჩემპიონ არგენტინას ელოდებიან. როგორ იქცა კაბო ვერდე აფრიკული ფეხბურთის ყველაზე ლამაზ ზღაპრად, ვინ დგას ამ ისტორიული წარმატების უკან და რატომ საუბრობს დღეს მთელი საფეხბურთო სამყარო „ლურჯ ზვიგენებზე“?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები