„ლუტეცია ჯგუფმა“ ვახტანგ ფხაკაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდი მისსავე დაბადებისდღეს დააფუძნა. კომპანიის დამაარსებლის უმთავრესი მიზანი, მრავალი წელი ბიზნესშიც და მის მიღმაც სწორედ ქველმოქმედების განხორცილება იყო. სამწუხარო ამბის 2020 წელს ვახტანგ ფხაკაძის გარდაცვალების შემდეგ, მისი ხედვის და საქმის გაგრძელების მიზნით ლუტეცია ჯგუფის ფონდი ყალიბდება, რომლის მთავარი მისია განათლების ხელშეწყობა იქნება.