პარიზის პროკურორის ოფისის თანახმად, ლუვრში მომხდარ ძარცვაში მონაწილეობის ბრალდებით კიდევ ოთხი პირი დააკავეს.
პარიზში მცხოვრები ორი მამაკაცი და ორი ქალი პოლიციის განყოფილებაში სამშაბათს გადაიყვანეს, მათ შორის ერთ-ერთი, ფრანგული მედიის თანახმად, იმ ოთხ კაციანი ბანდის წევრია, რომელიც ლუვრში შეიჭრა. ბანდის დანარჩენი სამი წევრი უკვე დაკავებულია და მათ ბრალი წაუყენეს.
პარიზის პოლიციამ ბრალი დამატებით კიდევ ერთ პირს წაუყენა, ქალს, რომელიც ქურდობის ადგილზე არ იმყოფებოდა, ორგანიზებულ ქურდობაში თანამზრახველობა ედება ბრალად.
პოლიციას დაკავებულების დასაკითხად 96 საათი აქვს, თუმცა მოპარული სამკაულების ადგილსამყოფლის შესახებ ძარცვის შემდეგ არანაირი ინფორმაცია არ გახმაურებულა.
ლუვრში ქურდობა 19 სექტემბერს მოხდა, მუზეუმის გახსნიდან ნახევარ საათში ქურდების ჯგუფი მუზეუმის აპოლოს გალერეაში შეიჭრა, სადაც ნაპოლეონის ოჯახის სამკაულები იყო გამოფენილი, და პარიზის პროკურორის თანახმად $102 მილიონის ნივთები მოიპარეს.
ქურდობის შემდეგ აპოლოს გალერეის სხვა სამკაულები საფრანგეთის ბანკში იქნა გადატანილი, ხოლო ქვეყნის მასშტაბით ლუვრსა და სხვა კულტურულ დაწესებულებებში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა.




























