ავტორი: სალომე ზაალიშვილი
პარიზის პროკურორმა, ლორ ბეკომ, ფრანგულ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ ლუვრის ძარცვასთან დაკავშირებით კიდევ ხუთი ეჭვმიტანილი დააკავეს. ისინი პარიზსა და მის შემოგარენში ოთხშაბათს, გვიან საღამოს დააკავეს. მათი იდენტობა არ გასაჯაროებულა.
ერთ-ერთი დაკავებული, სავარაუდოდ, უშუალოდ ძარცვის მონაწილეა, მისი იდენტიფიცირება დეენემის საშუალებით მოხერხდა.
არსებული ინფორმაციით გასულ კვირას დაკავებულმა ორმა ეჭვმიტანილმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა და ისინი პატიმრობაში რჩებიან. ლუვრიდან 19 ნოემბერს მოპარული 8 საიმპერატორო სამკაული, რომელიც 88 მილიონ ევროდაა შეფასებული აღმოჩენილი არ არის, გამოძიება კვლავ მიმდინარეობს.




























