მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლუვრის მუზეუმი შენობის სტრუქტურული სისუსტის გამო გალერეას ხურავს

Louvre

ლუვრის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით კამპანას გალერეა დროებით იხურება. აუდიტმა გალერეის ჭერის და ზედა სართულის იატაკის საყრდენი კონსტრუქციის სტრუქტურული სისუსტეები გამოავლინა, რამაც მისი ჩამონგრევის საფრთხე შექმნა.

ლუვრის მუზეუმმა განაცხადა, რომ გალერეას მას შემდეგ ხურავს, რაც აუდიტმა შენობაში არსებულ ზოგიერთ საყრდენ კონსტრუქციას სტრუქტურული სისუსტეები აღმოუჩინა. კამპანას გალერეა 1825 წელს აშენდა და მას სარემონტო სამუშაოები 1963 წელს ჩაუტარდა. ლუვრის ამ ნაწილში ძველი ბერძნული კერამიკის ცხრა ოთახია განთავსებული. სივრცე დახურული იქნება შენობის კონსტრუქციის შემოწმების პერიოდში.

გალერეის დახურვის შესახებ განცხადება არ უკავშირდება მსოფლიოში ყველაზე მონახულებადი მუზეუმის ბოლოდროინდელ ძარცვას, თუმცა კიდევ ერთი არასასიამოვნო ამბავია დაწესებულებისთვის, რომელიც საფრანგეთში უსაფრთხოების სისტემის ხარვეზების გამო მკაცრი კრიტიკის ობიექტი გახდა.

ფრანგული მედიის თანახმად ლუვრის უსაფრთხოების სისტემის და შენობის სტრუქტურული პრობლემების შესახებ ჯერ კიდევ 10 წლის წინ ჩატარებული აუდიტიდან იყო ცნობილი, ამის შესახებ ლუვრის დირექტორის მიერ საფრანგეთის კულტურის მინისტრისთვის გაგზავნილ კონფიდენციალურ წერილშიცაა საუბარი, თუმცა მუზეუმი რაიმე სახის ფართომასშტაბიანი სამუშაოების ჩატარებისგან თავს იკავებდა, რადგან ლუვრის დაკეტვა, თუნდაც მოკლე ხნით, ფინანსურად წაგებიანი იქნებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები