მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

lux car rent-მა პანდემიის გამო საქმიანობა შეაჩერა

5f12997d2e5d3
ანა ჯოხაძე
18.07.20 19:04
1220
ავტომობილების გაქირავების ქართულმა კომპანია lux car rent-მა პანდემიის გამო საქმიანობა შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაცია BM.GE-ის კომპანიის დამფუძნებელმა მიაწოდა. როგორც გიორგი გოჩიტაშვილი ამბობს, მათი საქმიანობა ძირითადად ტურისტებზე იყო მორგებული, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში ამ დრომდე არ არის საერთაშორისო მიმოსვლა, საქმიანობის შეჩერების შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება.

“ძალიან დიდი რაოდენობის ტურისტებს ველოდებოდით. შარშანაც, გავრილოვის ამბის შემდეგ, რუსი ტურისტები რომ აღარ შემოვიდნენ ქვეყანაში, ამანაც დაგვარტყა. წელს იმედი გვქონდა, რომ კარგად ვიმუშავებდით, თუმცა უარესი მოხდა, საქმე ჩაგვივარდა და საბოლოოდ გავაჩერეთ ბიზნესი. ეს საქმიანობა აღარ არსებობს და გაგრძელებასაც აღარ ვაპირებთ, ამ ეტაპზე ყოველშემთხვევაში.

რეალურად რა ინვესტიციის განხორციელებასაც ვაპირებდი, განვახორციელე პანდემიამდე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სულ ტყუილად. ის ავტომობილები კი, რომელიც სეზონის დასაწყისში შევიძინე, გავყიდეთ და სხვა საქმეში დავაბანდეთ თანხა, თუმცა შედარებით ნაკლები თანხა ამოვიღეთ. თუ არ ჩავთვლით იმას, რა შემოსავალსაც ველოდებოდით,ზარალი ალბათ 40 000 აშშ დოლარია”-ამბობს გოჩიტაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები