მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

LVMH-მა $40 მილიარდი დაკარგა, ბერნარ არნოს ქონება $14 მილიარდით შემცირდა

ბერნარ არნო

ფრანგული მოდის ინდუსტრიის გიგანტის, LVMH-ის აქციების ღირებულება ბოლო 24 საათში თითქმის 8%-ითაა შემცირებული, მიმდინარე თვის განმავლობაში კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის ვარდნის მაჩვენებელი კი 40 მილიარდ დოლარს აღწევს.

ამ ყველაფრის ფონზე, $14 მილიარდითაა შემცირებული კომპანიის დამფუძნებლის, ბერნარ არნოს ქონება, რომელიც ასეთი სერიოზული დანაკარგის მიუხედავად, მსოფლიოს უმდიდრესი მეწარმეების რეიტინგში მაინც მეორე ადგილს იკავებს, $178-მილიარდიანი ქონებით.

საფონდო ბირჟაზე LVMH-ის წარუმატებლობა პირდაპირ კავშირშია კომპანიის მიერ ფინანსური ანგარიშგების გასაჯაროებასთან. როგორც ჩანს, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში კომპანიის შემოსავლები მოსალოდნელზე გაცილებით უფრო ნაკლებად, კერძოდ, 9%-ით გაიზარდა - ეს ამბავი კი ინვესტორებმა ნეგატიურად მიიღეს.

შემოსავლების გაუარესებას მსოფლიოს მასშტაბით გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა და გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობა განაპირობებს. მოგეხსენებათ, ასეთ დროს მოქალაქეებს ნაკლებად უჩნდებათ ძვირად ღირებული ფუფუნების საგნების შეძენის სურვილი.  

1987 წელს პარიზში დაფუძნებული ჰოლდინგური კომპანია ამჟამად 100-მდე ცნობილ და წარმატებულ ბრენდს აერთიანებს, მათ შორის: Louis Vuitton, Christian Dior, Fendi, Givenchy, Marc Jacobs, Kenzo, TAG Heuer, Bulgari და Tiffany & Co.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები