მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

M Group-ი წლის გასტრონომიული თავგადასავლის Tbilisi Gastro Week-ის მხარდამჭერია

M Group Tbilisi Gastro Week
BM. GE
18.09.23 11:35
122

Tbilisi Gastro Week კვირეულის ფარგლებში, სტუმრებს მიშლენის მიერ აღიარებული, მსოფლიოში წამყვანი შეფები და ქართული გასტრონომიის გამორჩეული წარმომადგენლები უმასპინძლებენ.

M Group-ი წლის გასტრონომიული თავგადასავლის Tbilisi Gastro Week-ის მხარდამჭერია და სტუმრებს სასტუმრო "მონოგრაფში" უმასპინძლებს.

Tbilisi Gastro Week -ის მიზანია სტუმრებისათვის დაუვიწყარი შთაბეჭდილების შექმნა, გასტრონომიული ინდუსტრიის წარმომადგენელთათვის კი ახალი პერსპექტივებისა და კონტაქტების დამყარება.

ფესტივალი განკუთვნილია გასტრონომიის ენთუზიასტებისთვისა და იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურთ შეიგრძნონ უნიკალური გემოები.

საინტერესოა, რომ კვირეულის ფარგლებში საქართველოს ეწვევიან მიშლენის მიერ აღიარებული შეფები სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც ქართველ შეფებთან ერთად მოამზადებენ კერძებს.

5 ოქტომბერს დანიელი შეფი - კამილა საიდლერი და ქართველი შეფი - რამაზ გემიაშვილი მონოგრაფში, რესტორან სომინიში გიმასპინძლებენ!

კამილა საიდლერი 2016 წელს, “The World's 50 Best Restaurants“-ის მიერ,  ლათინო ამერიკაში საუკეთესო ქალ შეფად დასახელდა.

მისი კულინარიული თავგადასავალი მსოფლიოს საუკეთესო რესტორნებს აერთიანებს, როგორიცაა: “Mugaritz” სან სებასტიანში, “Belmond Le Manoir Aux Quat’Saisons” ოქსფორდშირში, “Paustian” და “Geist” კამილას მშობლიურ კოპენჰაგენში.

თბილისის გასტრო კვირეულის 2023 წლის ვახშმების სერიის მონაწილე შეფები არიან:

  • ჰანს ნოინერი - ორი მიშლენის ვარსკვლავი (პორტუგალია)
  • მაიკლ ვან დერ კროფტი - საუკეთესო შეფმზარეულის ჯილდოს ნომინანტი (ნიდერლანდები)
  • კამილა სეიდლერი - ლათინური ამერიკის საუკეთესო შეფმზარეული ქალი (დანია)
  • ალეხანდრო სერანო - მიშლენის ერთი ვარსკვლავის მფლობელი (ესპანეთი)
  • დიპანკერ ხოსლა - ერთი მიშლენის ვარსკვლავი და ერთი მწვანე მიშელინის ვარსკვლავის მფლობელი (ტაილანდი)
  • თეკუნა გაჩეჩილაძე
  • ქეთი ბაქრაძე
  • მერიკო გუბელაძე
  • რამაზ გემიაშვილი
  • გიორგი ნინუა
  • ლევან ბუაძე

ცნობილი ქართველი და საერთაშორისო შეფმზარეულები 4 და 6 ხელში შესრულებული ვახშმებით, დაუვიწყარ საღამოებს გპირდებით, სადაც წარმოდგენილი შეფების ხელწერა ხელახლა განსაზღვრავს თქვენს გასტრონომიულ გამოცდილებას.

ვახშმების განმავლობაში შეფები რამდენიმე კერძს წარმოგვიდგენენ, თითოეულ მათგანს კი სომელიე ექსკლუზიურად შერჩეულ, ქართულ ღვინოს შეუხამებს.

ბილეთების შესაძენად მიყევით ბმულს:

https://tkt.ge/event/367841/tbilisi-gastro-week-vakhshmebis-seria?fbclid=IwAR3VV_mWTfNjPC0Z3XHrp-YZvxkZNIT8cQhHvzX7ZARnXdRoOzAGM_9wQbc

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები