მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

M2 აქციებს საფონდო ბირჟაზე განათავსებს

5a2e2d665c554
BM.GE
11.12.17 11:00
1299
კომპანია M2 აქციებს თბილისის საფონდო ბირჟაზე განათავსებს,- ამის შესახებ საქმიან დილაში დეველოპერული კომპანია M2-ის ხელმძღვანელმა ირაკლი ბურდილაძემ განაცხადა. მისი თქმით, კომპანია პროექტებში კომერციულ ფართებს არ ასხვისებს და საკუთრებაში იტოვებს, ამას კი ერთი მიზანი აქვს:

"ჩვენი მიზანია, კომერციული უძრავი ქონებით შევქმნათ უძრავი ქონების გარკვეული ფონდი და შემდეგ მოვახდინოთ ამ ფონდის აქციების გატანა თბილისში, საქართველოში არსებულ საფონდო ბირჟაზე და ამით ხელი შევუწყოთ საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებას. ასევე ინვესტორებს საქართველოში მივცეთ იმის საშუალება, შეიძინონ უძრავი ქონების ფონდის აქციები",- აცხადებს ბურდილაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები