მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

m² ბიზნესებს თავისი საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებისთვის გადახდის 20/80 პირობას სთავაზობს

მ2
BM. GE
16.10.23 14:09
15

m²-ის სურვილია, ადამიანებს და ბიზნესებს თავისი საქმიანობის ეფექტურად და თავისუფლად განხორციელებაში შეუწყოს ხელი. სწორედ ამიტომ, კომპანიამ თავის ინოვაციურ უბანში - „ საბურთალო“ კომერციული და საოფისე ფართების შეძენის სპეციალური პირობა - 20/80 შექმნა.

შეთავაზების ფარგლებში, დაინტერესებული პირები პროექტში -  „ საბურთალო“  საოფისე და კომერციული ფართის მფლობელები მშენებლობის დასრულებამდე, ღირებულების მხოლოდ 20%-ის გადახდისას  გახდებიან,  დარჩენილ 80%-ს კი - მშენებლობის დასრულების შემდეგ დაფარავენ.

პროექტში -„ საბურთალო“ ფართის შეძენა ურისკო და მოგებიანი შეთავაზებაა. სპეციალური პირობა ადამიანებს შესაძლებლობას მისცემს, ეფექტურად მართონ თავიანთი ბიზნესი, გუნდთან ერთად გადავიდნენ ახალ ოფისში, აწარმოონ სასურველი კომერციული საქმიანობა ან გაყიდონ/გააქირაონ უძრავი ქონება.

 საბურთალოს“ ინოვაციური უბანი, რომელიც მარშალ გელოვანის გამზირზე შენდება, 6 ფაზის მშენებლობას მოიცავს და ის  10 000-მდე მცხოვრებს გააერთიანებს.  ეს იქნება ყველაზე დაცული და აქტიური  უბანი თბილისში.  პროექტი მოიცავს რეკრეაციულ ზონას, პარკს, გართობისა და დასვენების სივრცეებს.

შეთავაზების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე - www.m².ge

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები