მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

M2: "ცენტრ-პოინტის" მშენებლობების დასრულება სოციალური კაპიტალის დაგროვების წყაროა

5b9b789a93cd6
BM.GE
14.09.18 13:00
1260
კომპანია M2-ში აცხადებენ, რომ ,,ცენტრ პოინტის“ დაუსრულებელი მშენებლობების პროექტი მათთვის განსაკუთრებული ფინანსური დაინტერსების საგანი არ არის და ის უფრო სოციალური პროექტია. როგორც Bm.ge-ს კომპანიაში განუცხადეს, მშენებლობების დასრულება უხეში გათვლებით 80 მილიონი დაუჯდებათ, სანაცვლოდ კი მიიღებენ მიწებს, რომელიც არც დედაქალაქის ცენტრში და ზოგიერთი თბილისშიც არ არის.

"M2-სთვის ეს საკითხი განსაკუთრებული ფინანსური დაინტერესება არ არის. ცხადია ეს არ გახლავთ ქველმოქმედება, ეს არის ჩვეულებრივი გარიგება, მაგრამ M2- ისთვის ეს უფრო სოციალური კაპიტალის დაგროვების წყაროა, რათა წერტილი დაესვას ნიშვნელოვან პრობლემას, რომელიც წლებია 6 ათას ადამიანს აწუხებს“-განუცხადეს bm.ge-ს კომპანიაში.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, "ცენტრ პოინტის“ საკუთრებაში არსებულ სამშენებლო ობიექტებს კომპანია M2 დაასრულებს, სანაცვლოდ კი თავისუფალი აქტივები გადაეცემა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები