მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

M2 Group-ის გენერალური დირექტორი შეიცვალა - ირაკლი ბურდილაძე შოთა ბერეკაშვილმა ჩაანაცვლა

5dc3e9dd02abd
ანუკა ჯოხაძე
07.11.19 13:51
7473

M2 Group-ის გენერალური დირექტორის პოსტზე ირაკლი ბურდილაძე შოთა ბერეკაშვილმა ჩაანაცვლა.

შოთა ბერეკავშვილი გენერალური დირექტორის პოსტის დაკავებამდე სამშენებლო კომპანია BK Construction-ის(რომელიც m2-ის მფლობელობაში მყოფი კომპანიაა) ხელმძღვანელი იყო.

რაც შეეხება ირაკლი ბურდილაძეს, რომელიც აქამდე m2 group-ის გენერალური დირექტორის პოსტს იკავებდა. ბურდილაძე Georgia Capital-ის ახლად შექმნილ უძრავი ქონების მიმართულების, Georgia Real Estate Holding-ის გენერალური დირექტორის პოსტს დაიკავებს.

Georgia Capital ქართულ ტურიზმის ბაზარზე ახალი ბრენდით Amber Group-ით შემოდის და ქვეყნის მასშტაბით ამ ბრენდის ქვეშ 6 სასტუმროს გახსნას აპირებს. Georgia Capital მომავალი 5 წლის განმავლობაში 540 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას სწორედ ტურიზმის მიმართულებით გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები