მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

m² & m³-ის საზაფხულო შეთავაზებები - რას გვთავაზობს კომპანია?

2024 წლის მაისში თბილისში 3,197 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 7.9%-იანი და თვიურად 0.7%-იანი კლებაა. ეს კლება გამოწვეული იყო მაისში დასვენების დღეების სიუხვით და ქვეყანაში არსებული არასტაბილური გარემოთი. ამასთან ერთად ლარის კურსის მერყეობამ ბინის პოტენციურ მყიდველებს სავარაუდოდ ყიდვის გადაწყვეტილებების გადავადებისკენ უბიძგა. - ასეთია Galt & Taggart-ის მაისი თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმოხილვიდან მონაცემები, რომელშიც აღნიშნულია რომ 2024 წლის მაისში ფასები პირველად ბაზარზე თვიურად მცირედი 0.4%-ით გაიზარდა.

2024 წლის მაისში თბილისში 244.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა, რაც წლიურად 5.2%-იანი კლებაა და შემცირებული ტრანზაქციების რაოდენობას მიეწერება.

უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა ნარჩუნდება, ინტერესია მაღალია და ზაფხულის ცხელ დღეებში ეროვნული ნაკრების გულშემატკივრობასთან ერთად საინტერესო შეთავაზებებს არც დეველოპერული თუ სამშენებლო კომპანიები არ აკლებენ.

სტუმარი: მარიტა კიკნაძე - m²-ის გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები