მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

m2-მა ბრენდის ახალი პლატფორმის პრეზენტაცია რატი ამაღლობელის საუბრებთან ერთად წარადგინა

63a5a64284d15
BM.GE
23.12.22 16:55
602
„იცხოვრე შენი ცხოვრებით“ - თანამედროვე ადამიანის დეფიციტია და ეს გზავნილი კომპანიასთან ერთად ცნობილმა ქართველმა პოეტმა თავისი ნააზრევით, ფიქრებით გაშალა.

პრეზენტაცია m2-ის ბრენდის განვითარების ხელმძღვანელმა გამართა და შეაჯამა სამუშაოები, რაც ახალი გზავნილისა და სტრატეგიის შესამუშავებლად განხორციელდა.



თანამედროვე, დაჩქარებულ და მომავლის ბუნდოვანებით მარკირებულ 21 -ე საუკუნეში ადამიანებს, რომლებიც ქვეყანაში ძირითად სამუშაო ბირთვს ქმნიან, რჩებათ ნაკლები სივრცე საკუთარი თავისთვის, საკუთარი ცხოვრებისთვის. დღეს ცოტა დროა იმის გასააზრებლად, რომ ადამიანები ყოველდღე ცხოვრობენ ისე, როგორც არავის უცხოვრია, ყოველდღე თავის, განუმეორებელ ისტორიას, ამბავს ქმნიან.


კამპანია, რომელიც საკომუნიკაციო არხებში მიმდინარეობს, სწორედ ამის შეხსენებაზეა ორიენტირებული. სახლი კი საკუთარი ცხოვრების შექმნისა და რეალიზაციის ერთ-ერთი საუკეთესო პლატფორმაა.

m2-ის ბრენდი იძლევა დაპირებას, რომ მის პროექტებსა და სივრცეებში ადამიანებს შეუძლიათ იცხოვრონ საკუთარი ცხოვრებით. ყველა პროექტი, ინოვაციური უბანი თუ მომსახურება, რასაც კომპანია ქმნის და მომავალში შექმნის ორიენტირებულია ინკლუზიურ მოთხოვნებზე, ადამიანის სურვილებისა და ინდივიდუალური ცხოვრების სტილის ხელშეწყობაზე.

ბრენდის მთავარი ფასეულობა ადამიანია, მისი ინდივიდუალიზმი და რეალიზაციის მხარდაჭერა. m2-ის მისიაა შექმნას და განავითაროს ისეთი თანამედროვე სივრცეები და ადგილები, რომლებიც ადამიანებს დააკავშირებენ საკუთარ თავთან, ოჯახის წევრებთან, გარემოსთან, მისცემენ საშუალებას იცხოვრონ განსაკუთრებულად, საკუთარი ცხოვრებით.



„საკუთარი ცხოვრებით ცხოვრება არის არჩევანი, რომელსაც თუ ერთხელ გააკეთებ, მიხვდები, რომ ცხოვრობ ისე, როგორც არავინ, შენი განსაკუთრებული ცხოვრებით, ქმნი შენს ისტორიას, ხარ შენ და არა სხვა“, - ამბობს ირია დუმბაძე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები