გერგეთის ქუჩაზე მშენებარე სასტუმროს პროექტში ამ დრომდე, m2-ი 60% ფლობდა. გარიგების ღირებულება 5.2 მლნ დოლარია, საიდანაც დეველოპერმა 0.3 მლნ ნაღდი ფულის სახით გადაიხადა, 4.9 მლნ კი ახლადგამოშვებული ობლიგაციებით.
Georgia Capital-ის CEO-ს ირაკლი გილაურის განცხადებით, ის მოხარულია, რომ m2-მა პროექტი სრულად საკუთარ თავზე გადაიბარა. გილაურის თქმით, ადგილზე გამორჩეული ხარისხის სასტუმრო აშენდება.
გილაური ასევე ამბობს, რომ m2-ს მიზნად აქვს დასახული, რომ მის მართვაში იყოს სასტუმროები, რომელთა მოცულობაც არანაკლებ 1000 ნომერი იქნება.

























