გასული კვირა "m2 უძრავი ქონებისთვის'' ნაყოფიერი აღმოჩნდა. 18 სექტემბერს, სავაჭრო სესიების დროს კომპანიამ 100 აქცია გაყიდა, თითო 1053 დოლარად, შესაბამისად მისმა შემოსავალმა $105,383 შეადგინა. თუმცა მან გაცილებით მეტი, $531,361 არასაბირჟო გარიგებებისას, ე.წ ფიქსინგის დროს მიიღო. "m2"-მა 507 აქცია გაყიდა, თითოეული მათგანის ღირებულება $1048 იყო. ჯამში გასულ კვირას კომპანიის სარგებელმა $636,744 შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ კომპანია საქართველოს საფონდო ბირჟაზე 2016 წლიდანაა დალისტული B კატეგორიაში.