მ2 “ოლიმპიური ვარსკვლავის” მშენებლობას სექტემბერში დაიწყებს,- ამის შესახებ M2 group-ის თანადირექტორმა შოთა ბერეკაშვილმა BMG Lunch-ის ფორმატში საუბრისას განაცხადა.
მისი განცხადებით, ივლისში მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყება, ამასობაში კი დეველოპერული კომპანია სამშენებლო ნებართვას აიღებს მერიისგან.
“ხდება სამშენებლო ნებართვის კორექტირება, რადგან არსებობს ძველი განაშენიანება, რომელიც უნდა დასრულდეს და არის ახალი მშენებლობაც. აქტიურ მშენებლობას ვგეგმავთ, აგვისტოს ბოლოს- სექტემბერში”,- აცხადებს შოთა ბერეკაშვილი და ამბობს, რომ მშენებლობა მისი დაწყებიდან 3 წელში დასრულდება.