მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

M2 ქუთაისში "რამადა ანკორის" ბრენდის სასტუმროს გახსნის

5845649780693
ელენე გოგბერაშვილი
05.12.16 16:51
2501
M2 თბილისის შემდეგ "რამადა ანკორის" სამვარსკვლავიანი ბრენდის სასტურმოს გახსნას ქუთაისში გეგმავს. "ემ კვადრატს" "რამადა ანკორის" ბრენდის სასტურმოების განვითარებზე საქართველოს მასშტაბით ექსკლუზიურ უფლება აქვს. როგორც ,,ემ კვადრატის’’ გენერალური დირექტორი ირაკლი ბურდილაძე "ბიზნესკონტრაქტთან" აცხადებს, თბილისში, ყაზბეგის გამზრიზე სასტუმროს მშენებლობა უკვე დაიწყო. სასტუმროში, რომლის მშენებლობა-აღჭურვაზე 13 მილიონი დოლარია გათვალისიწნებული, 153 ნომერი განთავსდება. ასეთივე სასტუმროს გახსნა იგეგმება მელიქიშვილის გამზირზეც, სადაც კომპანია სამშენებლო ნებართვას ელოდება.

"გეგმაში გვაქვს მესამე სასტუროს მშენებლობა ქუთაისში. ამ ეტაპზე მიდის ქონების მოძიება, სადაც ეს პროექტი განხორციელდება", - აცხადებს ბურდილაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები